საუთჰემპტონში მიმდინარე კრივის ივენთზე Garner vs. Magnesi ლაშა გურულმა ლიამ დილონის დამარცხებით მეინ ქარდი გახსნა. ბრძოლა გაგრძელდა 8 რაუნდი, ქართველმა მოკრივემ ინგლისელ მოწინააღმდეგეს მსაჯთა გადაწყვეტილებით მოუგო. ეს იყო ზედიზედ მე-4 გამარჯვება მის კარიერაში.
ბრიტანელი მეტოქის დამარცხებამდე, 29 წლის მოკრივეს პროფესიონალურ კარიერაში ასევე მოუგია ბერნარდ აბეისთან, ჯეიმს ფრენსისსა და ბენიტო გარსიასთან. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ გურული პროფესიონალურ კრივში 2025 წლიდან ჩხუბობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შეცვალე შენი რეალობა: მადლიერების პრაქტიკა, რომელიც ძილის წინ უნდა გააკეთოთ!