
მსახიობი თემურ გვალია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და ცხოვრებაზე ისაუბრა:
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: ლევან აბაშიძის სიყვარულის ისტორია თქვენი დამსახურებით დაიწყო? - მან ასე უპასუხა:
„ამაზე შემიძლია პირდაპირ ვთქვა დიახ. ლევანი და მე ჯგუფელები ვიყავით. ვიკა მაშინ სწავლობდა პირველ კურსზე, სხვადასხვა ფაკულტეტები იყო, ჩეჩნების, მოლდავეთის და სხვა... მოგვიწია რაღაც სინჯებზე კონოსტუდიაში ერთად ყოფნა. უკან წამოსვლისას ლევანი დაგვემგზავრა გზად და უკან ჩაჯდა. არ ჰყავდა მაშინ ნანახი ლევანს ვიკა. იუმორი ჰქონდა საოცარი, კითხულობდა ვინ არის ეს გოგოო და ხუმრობდა. ვუთხარი ვინც იყო, მსახიობი და სწავლობდა. ლევანი და ეს გოგო ლაპარაკობდნენ ასე დავტოვე. გაქრა ეს ვიკა ვერ ვპოულობთ, თურმე ერთად დადიოდნენ ლევანი და ვიკა. მე გავაცანი, ეს სხვათა შორის მოჰყვა კიდეც ვიკამ ერთ-ერთ გადაცემაში. ძალიან უყვარდა“, - იხსენებს თემურ გვალია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: