Digest Logo

ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში ყაზახი ბიზნესმენები ფიგურირებენ? - გახმაურებული მკვლელობის ახალი დეტალები

1658753578
ლევან კაჭარავა

თბილისში წყნეთის გზაზე საკუთარი სახლისკენ მიმავალი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 2022 წლის 24 ივნისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 

25 ივნისს, ლევან კაჭარავას დედამ, ელენე მხეიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, მკვლელობა უცხოეთიდან დაქირავებულმა მკვლელმა ჩაიდინა, რომელსაც იმ დროისთვის ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა.

გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით „Forbes კვირის“ წამყვანის გიორგი ისაკაძე  BMG-ის ახალ დეტალებზე ესაუბრა. ისაკაძის ინფორმაციით, ირკვევა, რომ მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება დავა, რომელიც მრავალი წელიწადია მიმდინარეობს უცხოურ სასამართლოებში და უკავშირდება ლევან კაჭარავას და მისი პარტნიორების დავას ყაზახეთის მოქმედ ბიზნეს სტრუქტურებთან.

როგორც ინფორმირებული პირი აცხადებს, ნიდერლანდებში ყაზახი მოპასუხეების წინააღმდეგ მიმდინარე მრავალწლიან სამართლებრივ დავაში ლევან კაჭარავამ გაიმარჯვა. გავრცელებული ინფორმაციითვე, დავის საგანი $20 მილიონს შეადენდა, თუმცა ყაზახი მოპასუხეების მხრიდან ამ განაჩენის აღსრულების მიმართ საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულება არსებობდა, რის შესახებაც თავად ლევან კაჭარავაც იყო ინფორმირებული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქართული ბიზნესის მთავარ მანტრას: „არ მოგწონს? წადი “ - წყალი შეუდგა“ - ბაია პატარაია

🔵„თავი შეიკავეთ კონფლიქტისა და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევისგან“ - ცაგარელი

🔵„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გექნებათ შანსი, მიიღოთ შემოსავლები“ - მიხეილ ცაგარელი

წყარო: bm.ge