მსახიობი, მანანა კოზაკოვამ ჟურნალ OK! Magazine - თან ოჯახსა და სახლის მოწყობის პროცესზე ისაუბრა.
მანანა კოზაკოვამ დეტალურად აღწერა ნივთები, რომელიც დიდ და საინტერესო ისტორიებს ინახავს.
„ჩვენ გვინდოდა ოქროყანაში გადმოვსულიყავით, რადგან ლევანი აქ აპირებდა თეატრის აშენებას. ამიტომ ვიფიქრეთ სახლიც ახლო გვქონოდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ოქროყანა. ძალიან გაგვიჭირდა პოვნა ადგილის. მხოლოდ კარკასი იყო. ყველაფერი ჩვენ დავგეგმეთ. მნიშვნელოვანია არქიტექტურული დიზაინი, თუმცა კარგი იქნება ეს ყველაფერი შენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე უნდა იყოს.
ვერანდაზე ჩვენ ვცხოვრობთ ფაქტობრივად. ბევრი კამათის შედეგად გამოვიყვანეთ ეს ყველაფერი. საძინებელში ყველაზე დიდ დროს ვატარებთ. ამას საძინებელიც არ ჰქვია ეს რის დიდი ოთახი, რომელიც ბევრი დეტალისგან შედგება.
დეკორზე მინდოდა საქორწილო კაბის ჩაცმევა, მაგრამ შემდეგ ლევანმა მითხრა, რომ გეხვეწები გახადეო. ღამე რომ დავინახავ ვიფიქრებ სიკვდილი მოვიდა თეთრ კაბაშიო. შემდეგ გადაწყდა რომ ასე სექსუალურად გამოგვეწყო“, - აღნიშნა მანანა კოზაკოვამ.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რას შეცვლიდი საქართველოში? - მუსიკოსი ალექსი კიკვიძე გერმანელი მეუღლის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს