„პარტიაში უნდა მოვიყვანოთ სტელა, რას იტყვით ხალხო?“, - ამ სათაურით სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს ქართველი მუსიკოსი ალექსი კიკვიძე.
ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი ალექსანდრე კიკვიძე, ქართველმა მაყურებელმა ჯერ კიდევ წლების წინ, სხვადასხვა პროექტიდან გაიცნო და შეიყვარა, ახლა სოციალურ ქსელში თავის გერმანელ მეუღლესთან, სტელა კოხთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„დაიჯესტმა“ ცოტა ხნის წინ წყვილთან ინტერვიუც ჩაწერა და სწორედ ამ ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ:
როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია და სტელასთან შეხვედრა...
ალექსი: პირველად, როცა ადამიანი ჩადის უცხოეთში მას გარკვეული სირთულეები ახლავს, არ იცი ენა, კულტურა, ქუჩები და არ იცნობ ქალაქს, თუმცა ამ სირთულეებს ჩემს მუსიკასთან ერთად გავუძელი, აქ როცა ჩამოვედი ქუჩაში დავიწყე დაკვრა. შემდეგ ავიღე ლიცენზია და დავიწყე ბარსელონას ბარებში დაკვრა. რამდენიმე წელი ვიცხოვრე ბარსელონაში, შემდეგ ჩემ ყოფილ მეუღლეს დავშორდი და წავედი კუნძულზე, დავიწყე დაკვრა, სწორედ აქ შევხვდით მე და სტელა ერთმანეთს, როცა ვუკრავდი, ისიც დაშორებული იყო მის ყოფილ ქმარს.
2022 წლის 25 სექტემბერი იყო, როცა ვუკრავდი და ჩემს წინ დაჯდა და დავიწყე დაკვრა და ფლირტაობა...
რა იგრძენით როდესაც ალექსი დაინახეთ?
სტელა: უცნაურად გამოიყურებოდა დიდი წვერი ჰქონდა. ძალიან მომეწონა მისი მუსიკა, რომ ვუყურე, ვუსმინე, მივხვდი საინტერესო სტილი ჰქონდა. ვისაუბრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო გვქონდა.
რა მოგწონთ საქართველოში ყველაზე მეტად?
სტელა: ყველაფერი, რაც ვიცი საქართველოზე, ვიცი ალექსი რასაც მიყვება და მასწავლის იქიდან. აქ ბევრი ქართული რესტორანია და მომწონს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით კი იმერული კერძები, ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი. ხინკალი კარგია, მაგრამ მე ხორცს არ ვჭამ.
რა არ მოგწონთ საქართველოში?
სტელა: ადამიანები განსჯიან სხვის ცხოვრებას და ეს არ მომწონს, როცა სხვის ცხოვრებას განსკჯიან და აკრიტიკებენ. ერთხელ, თბილისის ცნობილ უბანში ერთ-ერთ მარკეტთან ალექსს ვაკოცე რიყეზე და ხალხმა, როდესაც დაგვინახა ეს ძალიან გაუკვირდათ და თქვეს „რას აკეთებენ, აქ მაგის ადგილია? სახლი არ აქვთო?“
რა საქმიანობს სტელა კოხი?
სტელა: სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ენებს ვსწავლობ, პარალელურად ვქმნი, ვუკრავ და ვმღერი. ასევე ვარ ფილმების გამხმოვანებელი. ჩემი მშობლები ძალიან გახარებულები არიან, რომ ასეთი პოპულარული ვართ და ქუჩაში მცნობენ. ყველა გვცნობს მე და ალექსს და მათ ეს თან მოსწონთ და თან ძალიან უკვირთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: