
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. 34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, იგი UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის.
მათი მოგზაურობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობას, ამჯერად ისინი სამეგრელოს, კერძოდ მარტვილის კანიონს ესტუმრნენ.
„სამეგრელო🦾🇬🇪 მარტვილის კანიონშიც გავცურეთ“, - წერს მერაბ დვალიშვილი.
ვიდეო ნახეთ 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს