Digest Logo

ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

1750154814
ლუკა მაისურაძე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი ვაზარითა და ორი იუკოთი დაამარცხა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონის მომდევნო მეტოქე ტურნირზე იტალიელი პარლატი იქნება.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის ჩატარება კი 20:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო. დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია — ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოს სიამაყე შვილი ხარ“ - „მე ხომ შენი ლანდი ვარ“ როლიკო ოქროპირიძის შესანიშნავი შესრულება

🎥 „სოფლის ცხოვრებას სხვა ხალისი აქვს, აქ დილა სხვანაირად თენდება“ - შრომისმოყვარე მეცხვარე ბიჭის ამბავი

⭕ვინ არის ნინა „დრამა“ და რა აკავშირებს სინამდვილეში მერაბ დვალიშვილთან?