მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ გული არა მხოლოდ ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს დასწყვიტა.
ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მეუღლის შესახებ წერს:
„მზეს ვესალმები, ჩვენი37, ახალი თამაში გამოვიგონე გიო! როგორ ხარ? რას შვრები?? მგონია რომ ყველაფერი ვიცი შენი, რა გაცვია, როგორ ხასიათზე ხარ, მჯერა რომ მანდაც კი რაღაცები გიხარია... სულ გაღიმებულს გხედავ და მაინც ბედნიერს რადგან ერთი დიდი სიყვარულის გორგალი ხარ, აი რომ გაგორდება ხოლმე და ყველაფერს თავის ძაფებში ხლართავს, მზესავით ხარ, ყველას რომ წვდები და ყველასთან რომ რჩები, ღამით ისიც „ქრება“ დილას ყველა ველოდებით...
ხოდა მზედ გადაგაქციე და ასე გეთამაშები ახლა. როცა დილას ვიღვიძებთ მე, აივი და ავა გესალმებით, ვიცით რომ
შენ გვიცინი, ვიცით რომ კეთილ ადამიანებს შენ გვიგზავნი...მაგრამ ხანდახან მაინც გული მეგლიჯება, რანაირად არ ხარ!!!
რანაირად!!!
მადლობა ყველა წუთისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის, დარიგებისთვის და მხარდაჭერისთვის ჩემო საოცარო ადამიანო. მადლობა იმისთვის რომ „არყოფნაშიც“ კი ახერხებ ჩემთან და ჩვენთან ყოფნას!
ბაბუ გვიყვარხარ, მაგრამ უშენოდ თამაშიც კი აუტანელია... 28 სექტემბერი ჩვენი დღეა და არც გაჩერდება ერთობის ათვლა, 38 ჩვენ ჩვენი გამოგონილი ენა გვქონდა და ზუსტად გვესმოდა ერთმანეთის...
ახლა უბრალოდ სიჩუმეც გვესმის... შენ ამ სიჩუმეში გულის ცემა ხარ...“, - წერს ნათია ბანძელაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ევა ბარბაქაძე ცისფერ ელეგანტურ კაბაში პოზირებს - ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა