
დათო ევგენიძე ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პიროვნებაა. იგი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მუსიკალურ პროექტებსა და ღონისძიებებში. ხშირად ჩანს ეკრანებზე და შესაბამისად დიდი პოპულარობით გამოირჩევა.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მუსიკოსისა და კომპოზიტორის ინტერვიუს „გზასთან“, სადაც იგი დღევანდელ ქართულ საზოგადოებაზე საუბრობს:
„მაკვირვებს, ამ პატარა ერში ასეთი სიძულვილი რატომაა? ამ მანკიერებას ზოგან ფული ასაზრდოებს, ზოგან სიბრმავე. ქართველებს ყველაზე მეტად ერთობა გვჭირდება. ძალიან ცოტანი ვართ და გარშემო გველეშაპები გვახვევია. მარტივად შეუძლიათ გადაგვყლაპონ, მაგრამ უფალი ყოველთვის გვიცავს. ერთობა რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს კარგად იცის მტერმაც და ზუსტად ამის მოშლას ცდილობს.
სოციალურ ქსელში ყველა აგრესიულ კომენტარს გულს ვუწერ. აგრესიის მიზანი ხომ აგრესიის გამოწვევაა, ის აზრს კარგავს, როგორც კი სიყვარულს ახვედრებ. მივუტევებ თუ არა ბედნიერი ვხდები“, - ამბობს დათო ევგენიძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: