Digest Logo

მამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა

1775039934
მამა გიორგი გოგიჩაიშვილი:

„მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება“, - ამის შესახებ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ პატრიარქს აირჩევს წმინდა სინოდი, სადაც ღირსეული ეპისკოპოსები არიან.

„პირველ რიგში ღმერთი და სულიწმიდა მოქმედებს [პატრიარქის არჩევის დროს] და შემდეგ უკვე ეპისკოპოსები მიიღებენ გადაწყვეტილებას. მომავალ პატრიარქს აირჩევს წმინდა სინოდი, სადაც ნამდვილად ღირსეული ეპისკოპოსები გვყავს. ისინი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ჩემი აზრით, აუცილებლად გაითვალისწინებენ პატრიარქის არჩევანს, რადგან პატრიარქის ნაკურთხია თითქმის ყველა ეპისკოპოსი და ყველამ იცოდა პატრიარქი როგორი შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო.

ჩვენ გვყავდა ძალიან დიდი, მადლმოსილი პატრიარქი. შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ. მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება.

ყველაზე მთავარი კიდევ დაინახა მასში, რომ ძალიან მომთმენი ადამიანია ჩვენი მეუფე, რადგან ამ ცხრა წლის განმავლობაში ვნახეთ როგორი ცილისწამებები მიმდინარეობდა და მეუფე როგორ სულგრძელად ითმენდა ამ ყველაფერს. როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება, ზუსტად ისე იქცეოდა“, - აღნიშნა სასულიერო პირმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვხედავ, „აბრეშუმის გზა“ ამერიკას ჰაერივით დასჭირდება მომავალში...“ - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ

🎥 „მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ...“ - გურამ შეროზია „გარდენია შევარდნაძის“ სკანდალზე

⭕„ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ...“ - რას პასუხობს ზურაბ შევარდნაძე მოქალაქის ბრალდებას