
ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი სტუმრად გადაცემაში „ჯაპანას პაპანაქება“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე, ცხოვრებასა და ბავშვობაზე ისაუბრა:
„მამაჩემი მე რომ გავჩნდი არ იყო საქართველოში, სხვათა შორის ჩემ დაზეც ასე იყო. გერმანიაში იყო გასტროლზე. როცა გაიგეს ჩემი დაბადება მამაჩემი ანსამბლ „ივერიასთან“ ერთად სცენაზე იდგა და მოულოდნელად გაუხსნია ყველას შამპანური. მამა იხსენებდა შენი დაბადების პირველი სადღეგრძელო სცენაზე ითქვაო.
დანარჩენი მეც და ჩემ დას გვქონდა ფანტასტიკური ბავშვობა. კულისებში ვიზრდებოდით. უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანია ცემი და. ჩვენ ბავშვობაზე განსაკუთრებულად იზრუნა ორივემ დედამაც და მამამაც. დედა სამწუხაროდ რამდენიმე თვის წინ დავკარგეთ. დიდი ტკივილი და დანაკარგია დღემდე ვერ გამოვედი მისი დანაკლისიდან. იგი იყო ყველას ჩვენი ცხოვრების მრჩეველი და დამკვალიანებელი. გვკრავდა და ძალას გვაძლევდა. სულს გვიმაგრებდა. ჩვენი ზურგი და ძალა სწორედ მისით იყო და ეს არ ჩანდა.
დედა იყო ინჟინერი პროფესიით. არ ვიცი როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს, რადგან მამა ნახევარჯერ გასტროლზე იყო და მას უწევდა ბევრი რამის გაკეთება. მიუხედავად იმისა რომ მამას დატვირთული გრაფიკი ჰქონდა მაინც მის გვერდით ვიყავით 90 პროცენტი. მე თავიდანვე მეტყობოდა რომ მუსიკის ნიჭი მქონდა. ჩემ დასაც მაგრამ არ გაჰყვა რატომღაც“, - ჰყვება გია ბაღაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „კეთილი იყოს შენი მობრძანება...“ - ანრი ჯოხაძე დის შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
🎥 „ძალით არ ვიტყლარწები, ასეთი გატყლარწული ვარ შინაგანად“ - ნუკი კოშკელიშვილი