Digest Logo

„ჩვენთანაც დარეკეს თაღლითებმა, სასწრაფოდ 11 000 ევროა გადასარიცხიო... გაფრთხილდით, ხალხო! ნუ ენდობით!“ - ანი გიუნტერი

1724171637
ტელეწამყვანი ანი გიუნტერი

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალი თაღლითური სქემის შესახებ. კერძოდ, გაურკვეველი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან, ეცნობიან როგორც ექიმი და დიდი ოდენობის თანხის გადარიცხვას სთხოვენ.

ახალი თაღლითური სქემის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს ტელეწამყვანი ანი გიუნტერი:

„ჩვენთანაც დარეკეს თაღლითებმა, თქვენი ოჯახის წევრს ნეკნები ჩაემტვრა და სასწრაფოდ 11 000 ევროა გადასარიცხიო. სხვა ოჯახის წევრების რეალური მდგომარეობა რომ გაიგეს აღიარეს, რომ მსგავს ტყუილსაც ვერ მოიგონებდნენ.

ვფიქრობ, ცოტა ნანობენ კიდეც, მაგრამ მაინც გაფრთხილდით, ხალხო!! ნუ ენდობით!!!!“, – წერს ანი გიუნტერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა... მეუღლეს სახლში ეძინა და დაუძახა, მიშველე, მომკლესო და შეაკვდა ხელში“ - ადგილობრივები სამტრედიაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

⭕„მეც მქონია ერთჯერადი ურთიერთობები, უცხოეთშიც და საქართველოშიც, მაგრამ ასეთი რამეები ჩემთვის უკვე აღარ არის საინტერესო“ - ბორის ბედია

ბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა