Digest Logo

„მამა ყოფილა და ტიროდა ხმამაღლა“ - ცნობილია, არასრულწლოვნის ვინაობა, რომელიც თანატოლმა მოკლა

1789046887
დათო ნარიმანიძე

თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი.

დაღუპულია 17 წლის დათო ნარიმანიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

17 წლის მოზარდის მკვლელობაზე, შემთხვევის ადგილას მომუშავე პირებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს: 

პატარა ბიჭები ყოფილან, უჩხუბიათ. პატრულმა გაიარა, დაუსიგნალა და უთქვამთ, მშვიდობაა უფროსოო. 

ცოტა ხანში ყველანი გარბოდნენ ერთად, გოგოებს ეგონათ, იჩხუბეს და გაიქცნენო. სინამდვილეში, ყელი გამოუჭრიათ. 

სახლში რომ არ მისულა, მშობლები ეძებდნენ, იპოვეს გამთენიისას, მამა ყოფილა და ტიროდა ძალიან ხმამაღლა“, - ამბობს ერთ-ერთი პირი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ვირტუალური ურთიერთობები და რეალური კავშირები: შეუძლია თუ არა ვირტუალურ ურთიერთობებს ადამიანური სიახლოვის ჩანაცვლება?

⭕„თბილისის ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება“ - ზურაბ გურიელიძე პროექტის დეტალებსა და სირთულეებზე

🎥 „ბებოსთან გატარებული ერთი უბრალო საღამო, ეს არის ის, რაც შემდეგ ყველაზე მეტად მოგენატრება“ – ირაკლი მაქაცარიას ემოციური წერილი