„მგონია, რომ ეს ყველაფერი დადგმულია, იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც სცემს, თან იღებს ამ ყველაფერს, შეგნებულად აკეთებს. მომხდარი ფაქტი აჩენს კითხვას, რომ ეს ყველაფერი ხომ არ არის შეგნებულად გაკეთებული.
თუ შემოსილი ხარ ადამიანი, ასე არ უნდა იქცეოდე, ძალიან მძიმეა და მით უმეტეს მერე ამ ყველაფერს იღებდე ეს ქრისტიანობაში არაფრით ზის, ეს ქრისტიანობასთან შეხებაშიც კი არ არის, ეს არის საშინელება და უმძიმესი კადრები, ამაზე ცუდი რამე არ არსებობს“, - ამბობს მამა შალვა კეკელია და გავრცელებულ ვიდეოში ნახსენებ საჩივარსა და მუქარაზე დეტალურად ჰყვება.
მისი თქმით, კონფლიქტი აღნიშნულ ბერთან ნამდვილად ჰქონდა, დაემუქრა კიდევაც, მაგრამ ძალადობას გმობს და მუქარაში ფიზიკურ დაპირისპირებას არ გულისხმობდა.
„ეს ადამიანი, ჩვენთან აკადემიაში მოვიდა როგორც ბერი ისე, თან რაღაც წერილი ჰქონდა, რის შემდეგაც მას თავისუფალ მსმენელად ლექციებზე დასწრების უფლება მივეცით.
რამდენიმე დღეში მაჩვენეს ვიდეო, რომელიც მისი ჯარისკაცობის პერიოდში იყო გადაღებული. ძალიან ცუდი ვიდეო ჰქონდა ჩაწერილი მამათმავლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ავუკრძალე ლექციებზე დასწრება და გავუშვი აკადემიიდან.
მიუხედავად ამისა, ვხედავდი რომ ის მაინც ხშირად დადიოდა ტაძრისა და აკადემიის ეზოში. საუბრის შემდეგ მან გვითხრა, რომ მსგავს ქცევებს აღარ ჩადიოდა და ამ ყველაფრის კეთებას მოეშვა, თუმცა 2 კვირის გასვლის შემდეგ, ამ ადამიანს ინციდენტი მოუვიდა ჩემთან:
ჩემი სულიერი შვილი ჩემთან აკანკალებული მოვიდა და მომიყვა: „მამაო ამ ბერმა კაფეში დამპატიჟა და გავყევი, დავსხედით, რაღაც დალია, მე არ დავლიე და ამის შემდეგ რაღაც საშინელება შემომთავაზა “. გაგიჟებული და გამწარებული მოვიდა ეს ბიჭი და ეს ამბავი მომიყვა მე.
შემდგომ, მეორე დღეს სიონის ეზოში ეს ბიჭი და ბერი ერთმანეთს დავალაპარაკეთ, რის შემდეგადაც მოყოლილი ბერმაც დაადასტურა და აღიარა. მერე მითხრა, რომ მამაო მე ასეთი ვარ და ამ ცოდვას თავს ვერ დავანებებო, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლიაო.
გადავიყვანე საპატრიარქოში ეს ადამიანი, მეუფეებს შევახვედრე და მას მიეცა ლოცვა-კურთხევა, რომ თუ ის ამ ცოდვიდან ვერ გამოვა და მას ამ ცოდვაში ყოფნა უნდა, მაშინ უნდა ჩაიკეტოს მონასტერში და მას არ აქვს უფლება, ხალხთან ქუჩაში გამოვიდეს და საზოგადოებაში იცხოვროს.
ამის შემდეგ, ის წავიდა მონასტერში, ხოლო დაახლოებით 2 კვირის შემდეგ დავინახე, რომ შემოსილი იჯდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა და ვიცოდი, რომ მას შემოსვის და ქალაქში შემოსილი სიარულის უფლება არ ჰქონდა, მივედი და ვუთხარი, რომ მას ლოცვა-კურთხევა შეესრულებინა, თუმცა მიპასუხა რომ ის ამ ცხოვრებით ცხოვრობდა და მონასტერში გაჩერება არ შეეძლო.
სწორედ ამ სიტყვების შემდეგ ვუთხარი მას, რომ ამის უფლებას არ მივცემდი, რადგან შეიძლებოდა ვიღაც მოეტყუებინა და ეცდუნებინა, ამ მომენტში ვუთხარი, რომ ამას არ ვაპატიებდი, დავემუქრე.
მან ამის შემდეგ მიჩივლა პოლიციაში და პოლიციამ დამიბარა, რის შემდეგაც პოლიციაში ეს ყველაფერი განვმარტეთ“, - ჰყვება მამა შალვა კეკელია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ქმარმა ცოლი ჩოგანით ცემაო და ცხრაასრაღაცა ადამიანი აჰაჰავებს…“ - მაია დარსმელიძე
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵„არ მოტყუვდეთ და არ გაებათ თაღლითთა მაქინაციებში“ - ცაგარელი გაფრთხილებთ
🔵„იმდენია ვერ დათვლით“... - ნახეთ რა გრანდიოზული საჩუქარია ჩუქა ლავას ოღლიმ ნინიკო ნაცარიშვილს?