
ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას დედა, მარინა კოდუა-ფაჩულია სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც დაზე ისაუბრა და მათ ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ეპიზოდი გაიხსენა:
„მე და ჩემი და ვცხოვრობთ აქ. ჩემი და შშმ პირია, მანანა გადმოვარდა მეორე სართულიდან. დიდი ხანია, მაგის მერე ასე ვართ. პირობა მივეცი მანანას, რომ ბიჭების თამაშზე უნდა წავიყვანო.
ზოგადად აუცილებელია ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ძალიან მინდა სიტუაცია დალაგდეს და ჩემი შვილიშვილები ჩამოვიდნენ. მინდა ჩემმა ბიჭებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. ამაზე კარგი ქვეყანა არ არსებობს“, - ამბობს მარინა კოდუა-ფაჩულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 2 დღე პაპის კონკლავამდე - ვატიკანი თეთრი კვამლის მოლოდინშია