
გადაცემა „დღის პოსტი“ სტუმრად მეგობრები, ცნობილი მუსიკოსები და შემსრულებლები, გიორგი წიკლაური, გიორგი წერეთელი და მანანა თოდაძე იყვნენ. როგორც ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა აღნიშნეს, მათი მეგობრობა მრავალ წელს ითვლის.
„15 წელს ითვლის ჩვენი მეგობრობა. მე დას ვეძახი მანანას, ის კი ძმას მეძახის. მეგობარ ქალს, ისეთ რამეს ვეუბნები, რასაც მეუღლეს ვერ ვეტყვი. მანანასავით სხვა ვერავინ მამშვიდებს. მეგობარს თუ უწოდებ ქალს, იქ სხვა რამე გამორიცხულია“, - ამბობს გიორგი წერეთელი.
მანანა თოდაძემ, გაიხსენა შემთხვევები, როდესაც მეგობარ კაცებს მოსწონებია, როგორც ქალი.
„ჩვენ ოჯახებით ვართ ერთმანეთთან კარგად, მეუღლეებით და ა.შ. ადრე, იყო შემთხვევები, როგორც კი შევატყობდი მეგობარ კაცს მოვწონდი, უცებ ბარიერს ვუქმნიდი, გათხოვილი რომ ვარ და ქმარი მყავს, როგორ მივცემ უფლებას სხვა მამაკაცს, რამე მითხრას?!“, - ჰყვება მანანა თოდაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ლომის ბოკვერი“ - ნინო მუმლაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ლამაზებო და ბრჭყვიალებო“ - ლიკა ევგენიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს