
28 წლის ცოტნე ნაჭყებია, რომელიც კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში დღეს დაკრძალეს.
როგორც გაირკვა, ცოტნეს მანქანაში ნიშნობის ბეჭედი იპოვეს, მას რჩეულისთვის ხელი უნდა ეთხოვა.
„30 წლის ცოტნე ნაჭყებიას, რომელიც კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში დღეს დაკრძალავენ. როგორც ცნობილი ხდება, ცოტნეს მანქანაში ნიშნობის ბეჭედი იპოვეს, მას რჩეულისთვის ხელი უნდა ეთხოვა.
სოფელ კურზუში, ნაჭყებიების ოჯახში სულის შემძვრელი ტრაგედია ტრიალებს, ცოტნეს მთელი მარტვილი გლოვობს“, - წერს გარდაცვლილის ახლობელი.
შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა იგი გზაში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადების დღის ტრანსფორმაცია...“ - გვანცა დარასელიამ იმიჯი შეიცვალა
🎥 ბოტულიზმის საფრთხე დაკონსერვებულ სურსათში - ირაკლი არაბულის რეკომენდაციები
🎥 ძმარმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს - არუნ ხათრის რჩევები