Digest Logo

მარგარიტა სიმონიანის ქმარმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და იგი კომაშია

1736404941
მარგარიტა სიმონიანი

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტის და პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარმა, ტიგრან კეასოიანმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და იგი ამჟამად კომაშია. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც მარგარიტა სიმონიანმა „ტელეგრამში“ დაწერა, ტიგრან კეასოიანს გულის პრობლემები აქვს.

„არ მინდოდა ეს ინფორმაცია გამევრცელებინა, მაგრამ ახლა უკვე რეპორტიორები მირეკავენ, ამიტომ დავწერ. ტიგრანმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და ამჟამად ის კომაშია. მას უკვე დიდი ხანია გულის დაავადება აწუხებს“, - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა.

კეასოიანი საავადმყოფოში დეკემბრის ბოლოს მოხვდა. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც ძალიან მძიმეს. 2008 და 2010 წლებში კეასოიანმა ორი ინფარქტი გადაიტანა.

ტიგრან კეასოიანი 59 წლისაა. 2016 წლიდან მას ტელეკომპანია „ნტვ“-ზე პროპაგანდისტული გადაცემა, „საერთაშორისო პილორამა“ მიჰყავდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაკეტილ სახლში, ჩაიდანი გაზზე იყო დადგმული და დუღდა“ - პარანორმალური მოვლენები ეკა ანდრონიკაშვილის ცხოვრებაში

🎥 „დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო“ - მარიამ სირბილაძე 39 წლის გახდებოდა

„ოფიციალურად დადასტურდა, ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!“ - გიორგი ფხაკაძე