
ფსიქოლოგი, ჰოლისტური სუნთქვის სპეციალისტი ლევან რამიშვილი, სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ლევანი მარიხუანას ყოველდღიური მოხმარების საშიშროებებზე და მძიმე შედეგებზე საუბრობს, თუ რატომ უნდა შეიკავონ თავი მომხმარებლებმა.
„მარიხუანასთან დაკავშირებით მთელი საქართველო, განსაკუთრებით, მამაკაცები, კოგნიტიური დისონანსის მდგომარეობაში ვიმყოფებით.
ჩვენ გენეტიკურად გვახსოვს და წინა თაობისგან ვიცით, რომ მარიხუანა არ არის ისეთი მავნებელი, როგორიც სხვა მძიმე ნარკოტიკი, მაგრამ, ერთ რაღაცას ვერ ვითვალისწინებთ.
დღესდღეობით, მარიხუანა ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მძიმე ნარკოტიკია.
ბოლო წლებში მარიხუანას ახალი ჯიშები, გამოყვანილი ჰიბრიდული საშუალებები გაჩნდა, სადაც აქტიური ნივთიერება არა 10%-მდე, როგორც ეს ჩვეულებრივ ბალახში იყო, არამედ ზოგჯერ 45-50 და 60%-მდეც კი ადის.
მსოფლიოს ფსიქიატრიული საავადმყოფოები მარიხუანას მომხმარებლებით არის გადავსებული, რომლებსაც ათასგვარი ფობია, დეპრესია, უმძიმესი ფსიქიკური აშლილობები აქვთ.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან ხშირად, ყოველდღიურად მოიხმარდნენ მას“,- ამბობს ლევან რამიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მსახიობი ზვიად სვანაძე გარდაიცვალა
🎥 როგორ ვასწავლოთ ბავშვს ემპათია? - მაია ცირამუას რჩევები მშობლებს