მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას Aktual ge ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, მომხმარებლებმა ტორტი ერთ-ერთ საკონდიტროში შეიძინეს.
დაზარალებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ადგილობრივი აქტივისტი ნარმინ საფაროვა აცხადებს, ტორტის ნაწილს, რომელიც შენახულია, ლაბორატორიულ კვლევაზე წარადგენენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით