ყივანახველას მომატებული შემთხვევები საქართველოსა და მსოფლიოში.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა ამოვიცნოთ ყივანახველა, არსებობს თუ არა პრევენცია?
ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
„ეს მარტო საქართველოს პრობლემა არაა, ეს ეხება ევროპის ბევრ ქვეყანას, ამერიკას, ჩინეთში სიკვდილის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს მხოლოდ მარტივი ინფექცია არაა, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში სერიოზული გართულებების რისკი დგას.
გამომწვევი მიზეზები ბანალურია, პირველ რიგში პანდემიის ზეგავლენაა“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის სცენაზე 9 მაისს მე-11 ნომრად წარდგება
⭕ რა სარგებლობა მოაქვს პასკას - გიორგი ღოღობერიძე ტკბილეულის დადებით მხარეზე საუბრობს
⭕🎥 „ყველაფერია ჩემთვის, მეგობარი, ყველაზე დიდი გულშემატკივარი“- ლევან საგინაშვილი დედაზე
⭕წლის მთავარი მოვლენა მოდის სფეროში Met Gala 2024 - გამორჩეული ლუქების ფოტოკოლაჟი