Digest Logo

მართლმადიდებლობის ზეიმზე წმინდა სამების ტაძარში წირვა აღევლინა

1772374058
სამების ეკლესია

ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს.

თარიღის აღნიშვნა მერვე საუკუნეში საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, როდესაც ხატთაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება დაამტკიცეს და ის სასულიერო პირები განკვეთეს, რომლებიც სიწმინდეების თაყვანისცემას უარყოფდნენ.

მართლმადიდებლობის ზეიმზე, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნება, წირვა სამების ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა.

„ეს დღე ეძღვნება მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო დამტკიცებას, რომელიც მოხდა მე-7 მსოფლიო კრებაზე, 787 წელს.

რადგან მოხდა ღმეთის განკაცება, ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება - „ხატი მონისა მიიღო“, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, „და ხატითა იპოვა, ვითარცა კაცი“. ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობის, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომელიც ადამიანის ბუნებას აქვს. ამას გვახარებს დღეს წმინდა ეკლესია“, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმზე, 1990 წელს, მსოფლიო საპატრიარქომ განმეორებით აღიარა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია - რა კადრებს აქვეყნებს სპორტსმენი დასკვნით შეხვედრამდე?

🎥 „არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - გიორგი ლობჯანიძე 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე

⭕მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანი“-ს პრიქველს გადაიღებს