Digest Logo

მართვის მოწმობის აღების წესში ცვლილებაა – ქალაქის გამოცდის ონლაინ დაჯავშნა მოედნის ჩაბარებისთანავე იქნება შესაძლებელი

1784109341
მართვის მოწმობის აღებ

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.

სერვისით სარგებლობა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით.

რიგის დაჯავშნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - Service Agency და ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სანამ პატარას შევხვდები...“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი

⭕„შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 2 წლის წინ და­ე­ღუ­პა, სულ მას მის­ტი­რო­და, მას­თან მინ­დაო“ - კასპში 19 წლის გოგო გარდაიცვალა

⭕ახალი მთვარე კირჩხიბში ვისზე იმოქმედებს ყველაზე ძლიერად? - „სურვილებთან დაკავშირებული პრაქტიკები განსაკუთრებით ძლიერად მუშაობს!“