Digest Logo

„მას, ვინც სათანადოდ აფასებს ზვიად გამსახურდიას ამქვეყნად მოვლინების მნიშვნელობას 31 მარტს გილოცავთ“ - ანა ჯაბაური

1680252836
ანა ჯაბაური

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა.

🔵 ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღს სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი ვაჟის ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ეხმაურება, და წერს, რომ მამის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უფროსმა ვაჟმა პრეზიდენტის ხსოვნას წიგნი მიუძღვნა.

🔵 „ჩემი ერთადერთი პრეზიდენტი,  დაბადების დღეს გილოცავ იქ, სადაც ხარ“ - ნინო ნადირაძე 

„მას, ვინც სათანადოდ აფასებს ზვიად გამსახურდიას ამქვეყნად მოვლინების მნიშვნელობას; ვისაც სრულად აქვს გააზრებული ამ მოვლინებისა და მოვლენის მისია და სიკეთე, და, ვისაც უბრალოდ უყვარს ეს საოცარი ადამიანი , 31 მარტს გილოცავთ  

გილოცავთ და წარმოგიდგენთ საჩუქარს, რომელიც იუბილარს მისმა უფროსმა ვაჟმა, სიყრმის შვილმა, დიდი კონსტანტინეს მიერ აღზრდილმა კონსტანტინე-უმცროსმა გამსახურდიამ მიუძღვნა.

ისტორიულ-ეპოქალური, ავთენტურობისა და მოცულობითობის კუთხით თითქმის უანალოგო ნაშრომი, ზვიად გამსახურდიასა და იმ ურთულესი ეპოქის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დიდმა ქართველმა გამრღვევი ცვლილება მოახდინა და ლომის წვლილი შეიტანა საქართველოსთვის ისტორიული შანსის დაბრუნების საქმეში, რომლის შედეგად მსოფლიო რუკაზე 200 წლის წინ გამქრალი ულამაზესი და უძველესი ჩვენი ქვეყანა კვლავ ამობრწყინდა  

ნაწარმოებში საინტერესოდ და შეულამაზებლადაა აღწერილი ზვიად გამსახურდიას სრული ბიოგრაფია - როგორც დისიდენტურ-პოლიტიკური მოღვაწეობა, აგრეთვე პირადი ცხოვრება და ადამიანური შტრიხები.

საგულისხმოა, რომ მასში წაიკითხავთ და გაეცნობით ისეთ ფაქტებსა და მოვლენებსაც, რომლის შესახებ ჯერ ა რ ს ა დ ა რ დ ა წ ე რ ი ლ ა.

მაშ ასე - თქვენს წინაშეა, ფაქტობრივად, თვითმხილველის მიერ მოთხრობილი სრული და სრულყოფილი სიმართლე ზვიად გამსახურდიას ცხოვრების, მოღვაწეობის, დევნის, ღალატისა და გაწირვის შესახებ;

ნამდვილი ამბავი, რომელიც ავტორმა მისთვის დამახასიათებელი აკადემიურობით, წერის დახვეწილი მანერით, კულტურითა და სისხარტით გადმოგვცა, რაც მკითხველისთვის თითქმის 800-გვერდიანი სიამოვნების უცილობელი საწინდარია 
……..
31 მარტს ჩვენს ქვეყანას დისიდენტი, პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტი ზვიად გამსახურდია მოევლინა“, - წერს ანა ჯაბაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ფანტასტიკური ამბავია“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი

🔵 პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ნიუ იორკში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში - ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა

🔵 „უბნის მაღაზიაში გამყიდველი ქალი მაძლევდა ნისიად ყველაფერს, ვატყუებდი შენზე რომანს ვწერთქო - გარდაცვლილა უკვე... ავასრულე სიტყვა. გვიან, მაგრამ მაინც“ - ლუკრეციო ბაქანიძე