Digest Logo

მაშველებმა ტყუპი დების ცხედრები იპოვეს - ბაღდათში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

1707327686
დაკარგული დები

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს.

მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.

„დაიჯესტის“ ინფორმაციით ნაპოვნი ცხედრები ტყუპ დებს ეკუთვნის. 

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ერთი პი­რის მი­მართ გრძელ­დე­ბა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა რომ ჩემი მეგობრის სიკვდილი ექსკლუზიურად მაყურებინეთ...“ - ჟურნალისტი

⭕„სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს და სრულიად კულტურის სფეროს...“ - ბიძინა ივანიშვილი

⭕„ეს არ არის კომპანიის ბურთი... უნდოდა რეკორდი დაემყარებინა და ჩაწერილიყო ისტორიაში“ – რას აცხადებენ ასურეთთან მომხდარ ტრაგედიაზე „სქაი თრეველ გრუფში“