არსებობს თუ არ ბედისწერა? - ამის შესახებ „სტუმრად ანნასთან“ ცნობილი სასულიერო პირი, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საუბრობს.
როგორც იგი ამბობს, ყველა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს.
„ბედისწერა იმ გაგებით, რასაც დღეს ეძახიან არ არსებობს. ყველა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს.
ადამიანები ხშირად იმართლებენ თავს და ამბობენ ფრაზებს - „მე ისეთი ცხოვრება გავიარე და იმდენჯერ მატკინა ღმერთმა ეს ტკივილი არ მინდა.“ ადამიანები ღმერთს აბრალებენ ტრაგედიებს, ცუდ შემთხვევებს, ისინი ამით თავს იმართლებენ, რადგან არ სურთ საკუთარი თავის გამოსწორება. ეკლესია კი არის ადგილი, სადაც ასწავლიან ადამიანებს როგორ უნდა გაიმარჯვონ საკუთარ თავზე და მიპოვონ ნამდვილი რეალური თავისუფლება. თავისუფლება არ არის ის რისი კეთებაც გვინდა, არამედ ის რისი კეთებაც სწორია“, - ამბობს მამა შალვა კეკელია.
მისი თქმით დედამიწაზე რელიგიური ადამიანები ბევრია, მაგრამ მორწმუნე ადამიანი არის ცოტა.
„რელიგიურმა ადამიანებმა მაცხოვარი გააკრეს ჯვარს და გამოუტანეს მას განაჩენი. მორწმუნე ადამიანი ამას არასოდეს არ ჩაიდენდა“, - ამბობს სასულიერო პირი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ურთიერთობებში იწყება გაუგებრობები...“ - როგორი იქნება 26 თებერვალი - 21 მარტის პერიოდი