Digest Logo

„მძიმედ არის, საწოლსაა მიჯაჭვული“ - დაიჯესტმა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობაზე ახალი დეტალები გაარკვია

1707934543
გიორგი მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - თორნიკე მამალაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ გიორგი გაათავისუფლეს.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!“, - წერს თორნიკე მამალაძე.

„დაიჯესტი“ გიორგი მამალაძის ერთ-ერთ ნათესავს ესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„მძიმედ არის, საწოლსაა მიჯაჭვული. ვფიქრობ, გადარჩება. მოულოდნელი იყო მისი გათავისუფლება“, - ამბობს „დაიჯესტთან“ გიორგი მამალაძის ნათესავი.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. ციანიდის საქმეზე დააკავეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კარგი შემოსავალი, ლამაზი სახლი და კაპრიზე დასვენება ჩემი ბედნიერებისთვის საკმარისი არ იყო“ - რას ამბობს დემნა გვასალია

რეჟისორი ალექსანდრე ვახტანგოვი გარდაიცვალა

როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ცოლს ვალენტინობა