როგორია მსახიობ გივი სიხარულიძის წინასაახალწლო განწყობა და როგორ ხვდება ახალ წელს იგი - ამის შესახებ მსახიობი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს.
„ახალ წელს ოჯახში ვხვდები, მაგრამ მერე მელოდება რესტორნები. ერთხელ ახალი წლის ღამეს რომ გავედი 8 დღე არ მივედი სახლში. მე მაგალითად, მეკვლედ არ ვვარგივარ, ოჯახში მარჯვენა ფეხით არ უნდა შეხვიდე, რადგან ის სულ ჭუჭყიანია. მე ისეთი სანტა-კლაუსები მყავს, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე 29 მანქანა მაჩუქეს, რადგან მე ასეთი ლამაზი ვარ. საერთოდ, დიდ გაჭირვებაში გავიზარდე, სულ კერასინკის სუნი მქონდა, რადგან ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე ხალხისგან, მათმა სიყვარულით დამაჯილდოვეს, თუმცა მანქანებიც კარგია“, - ამბობს გივი სიხარულიძე.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: