
მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გადაცემა „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ბრენდის Nuki Cosmetics-ის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ის ერთადერთი ქართველია, რომლის კოსმეტიკასაც აქვს აშშ-ს FDA-ის ოფიციალური ლიცენზია.
„მე ვარ ერთადერთი ქართველი, რომლის კოსმეტიკაც ლიცენზირებულია FDA-ის მიერ (აშშ-ის საჭმლისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია). მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქართველი ამგვარ ლიცენზიას არ ფლობს“, – აცხადებს ნუკი.
მისი თქმით, ამერიკაში პროდუქტზე მოთხოვნა უკვე მაღალია:
„ეს ყველაფერი ამერიკაში მიფასდება. საქართველოში არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ლიცენზიები, რადგან აქ ამაზე დიდი მოთხოვნა არ არის. ჩემი პროდუქცია არ არის მხოლოდ საქართველოზე გათვლილი – მე წინ ვიყურებოდი, როცა კოსმეტიკის წარმოება დავიწყე“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბენიც გაქართველდა და მეც გავამერიკელდი, ახლა ოქროს შუალედში ვართ“ - ნუკი კოშკელიშვილი