Digest Logo

🎥 მეგის ქარდავა სხვა პატიმრებთან ერთად თბილისიდან ქუთაისში ეტაპირებაზე უარს ამბობს - ადვოკატი მიზეზად მის უსაფრთხოებას ასახელებს

1706274814
მეგის ქარდავა

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა სხვა პატიმრებთან ერთად თბილისიდან ქუთაისში ეტაპირებაზე უარს ამბობს. ამ მიზეზით ქარდავას სისხლის სამართლის საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

პერსონალური ეტაპირების მოთხოვნის მიზეზად დაცვის მხარე პატიმრის უსაფრთხოებას ასახელებს, თუმცა ადვოკატი ზაზა გოროზია კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

„შესაძლოა ქარდავას მიმართ დაიგეგმოს რაიმე სახის პროვოკაცია და ამ პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით ითხოვს სრულიად მარტო ეტაპირებას სასამართლოში. ესკორტირების სამსახურმა ვერ უზრუნველყო მეგის ქარდავას ეტაპირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით. თავად მეგის ქარდავას ინტერესია, რომ თავის პროცესზე გამოცხადდეს, მოვიდეს, მიიღოს უშუალოდ მონაწილეობა, მისი ბრალდების საქმეზე მოწმეს დაუსვას შეკითხვები, თუმცა მიზეზების გამო ვერ მოხდა მისი ეტაპირება“,- განაცხადა გოროზიამ.

რაც შეეხება საქმის პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, პატიმრის ეტაპირება მოხდება კანონის სრული დაცვით, თუმცა ქარდავას ინტერესშია, ამ ქმედებით პროცესის გაჭიანურება.

„კანონმდებლობის სრული დაცვით ხდება მისი ეტაპირება, თუმცა აღნიშნული პირი უარს აცხადებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებისა. გამოუცხადებლობა, გაჭიანურების ერთადერთი საბაბია“,- ამბობს პროკურორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხანდახან ტირილი მინდა, იმიტომ, რომ ვერ ვაგებინებ რაღაცებს“ - ზუზუ ნოდია შვილებთან ურთიერთობაზე

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

თელავში ახალგაზრდა კაცი მამამ გარდაცვლილი იპოვა