Digest Logo

„მეგონა, ადვილი იქნებოდა, თუმცა ასე არ ყოფილა...“ - ხვიჩა კვარაცხელიას

1764082512
ხვიჩა კვარაცხელია

ხვალ, 26 ნოემბერს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის შეხვედრა „პსჟ-სა“ და „ტოტენჰემს“ შორის.

მატჩის წინ პრესკონფერენცია „პსჟ-ს“ ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გამართა:

კომპონენტები, რაშიც მოსამატებელი აქვს:

ხვიჩა კვარაცხელია: ბევრი რამ არის, რაშიც მოსამატებელი მაქვს. რამდენიმე ასპექტის გაუმჯობესება მჭირდება. შემიძლია უფრო მეტი გოლის გატანა და უკეთესი პასების გაკეთება. ვცდილობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.

დაცვითი უნარების გაუმჯობესებაზე:

ხვიჩა კვარაცხელია: ადრე ორიენტირებული მხოლოდ შეტევაზე ვიყავი, თუმცა მივხვდი, რომ დაცვაში თავისი წვლილი ყველა მოთამაშემ უნდა შეიტანოს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და დიდი წვლილი ლუის ენრიკეს მიუძღვის.

ფიზიკურ მომზადებაზე

ხვიჩა კვარაცხელია: ხანგრძლივი სეზონი გვქონდა და ბევრი არ დაგვისვენია. ფორმის სრულად დაბრუნება მარტივი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და ყველა თამაშში მზად ვარ ბოლომდე დასახარჯავად.

ლიგა 1-ის დონეზე

ხვიჩა კვარაცხელია: სანამ აქ მოვიდოდი, მეგონა, რომ ლიგა 1-ში თამაში ადვილი იქნებოდა, თუმცა ასე არ ყოფილა. საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ლიგაა და ტოპ 5-ში აუცილებლად შედის.

კომფორტული პოზიცია:

ხვიჩა კვარაცხელია: ყველამ იცის, რომ ჩემთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია მარცხენა ფლანგზეა, თუმცა უმჯობესია, ბევრ პოზიციაზე თამაში იცოდე. მარჯვენა ფლანგზეც კარგად ვთამაშობ.

სურს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ შეხვედრა?

ხვიჩა კვარაცხელია: არ ვიცი, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ტურნირზე ყველა მეტოქე ძლიერია და თუ 90 წუთს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, ყველასთან მოგება შეგვიძლია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შესაძლოა, იესო ქრისტე 25 დეკემბერს არ დაბადებულა“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური ანალიზი

⭕„ბრწყინავ, როგორც ყოველთვის“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს წითელ კაბაში პოზირებს

⭕„კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილია ისეთი, რომელსაც მამა არ სჭირდება, ანუ ღმერთი არ სჭირდება“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: lagazzetta.ge