ლას-ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ, დაღესტნელი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი განიხილება, რომელიც ლეგენდარული ხაბიბის ბიძაშვილია.
ამჯერად მერაბი მერაბი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც იგი იმ უსამართლობაზე წერს, რასაც გადააწყდა. ამასთან პოსტს ურთავს ვიდეოს, რომელიც მას შემდეგ არის გადაღებული, რაც პიოტრ იანი დაამარცხა. ვიდეოში ჩანს, როგორ ულოცავს გამარჯვებას მერაბს უმარ ნურმაგომედოვი.
„ეს იყო პიტერიანის ბრძოლის შემდეგ.
მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ესეც მოხდა მეორე დღეს UFC-იმ ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტობრივად მიჩალიჩებდნენ ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან, მაშინ როცა ვერც დასვენებას მოვასწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის.
მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ.
ქართველებო რომ იცოდეთ ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა.
თუმცა იმიტომ, რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანსური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის.
UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N 2-ს, რომ რეიტინგზიც კარგად ჩამჯდარიყო.
მოკლედ UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის.
ამიტომ მე მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა.
ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას…“,- წერს მერაბ დვალიშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით აქ ბმულზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ვუმკურნალოთ უენერგიობას ბუნებრივ პირობებში? - ექიმ ლაშა ჯაყელს რჩევები
⭕„ძალიან ცოტა გვაშორებს ტერიტორიების დაბრუნებამდე...“- რას წერს ნათია ბერიძე
⭕„მოკეტე! არავინ გეკითხება“ - ტეილორ სვიფტმა ამჯერად ფარელ უილიამსი გააღიზიანა