Digest Logo

„მეგონა, რომ მადლობას მეტყოდნენ...“ - ლევანი რატიანი წაგებულ შრომით დავას სააპელაციოში გაასაჩივრებს

1666883183
ლევან რატიანი 2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აპირებს, რომ საქალაქო სასამართლოში წაგებული შრომითი დავა სააპელაციოში გაასაჩივროს. ამის შესახებ რატიანმა „TV პირველთან“ განაცხადა.

„მეგონა, რომ მადლობას მეტყოდნენ, როცა საფრთხის მომცემ მედპერსონალს სამსახურიდან გავათავისუფლებდი… ნებისმიერ ასეთ დარღვევაში, სადაც დაარღვევს ნებისმიერი მედპერსონალი პაციენტის უსაფრთხოებას, ყველა ღონეს მოვიხმარ, რომ ასეთი ჩემს გუნდში არ იყოს.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება და პირობას ვიძლევი, რომ ქალბატონ ნინოს მსგავსი მედპერსონალი ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას, არ ჰყოლოდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, სამსახურიდან გათავისუფლებულმა ექთანმა სასამართლოში დავა მოუგო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულს განცხადებაში ვკითხულობთ, ლევან რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! – სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრმა ექთანმა, ნინო კვაჭაძემ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic თბილისის საქალაქო სასამართლოში დაამარცხა. მან კლინიკას შრომითი დავა მოუგო. კლინიკის გენ. დირექტორის, ლევან რატიანის მიერ დასაქმებულის წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებები არ დამტკიცდა.

ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენ. დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ლარი). ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია. ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნისა და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ექთანი ნინო კვაჭაძე არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა. ამის გამო, რატიანმა ის დასაჯა – 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა, ყოველგვარი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცესის დაცვის გარეშე!
ამგვარი, მიდგომა აზიანებს ჯანდაცვის სისტემას მთელ ქვეყანაში.
 
ქვეყანაში გვაქვს ექთნების კადრების ნაკლებობის კრიზისი. შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; მიუხედავად ყველაფრისა, დღეს, სამართალმა იზეიმა! სოლიდარობა ექთნებსა და მედმუშაკებს!

ექთან ნინო კვაჭაძეს წარმოადგენდნენ სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის იურისტები შალვა ხვთისიაშვილი და დავით ომსარაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„პირველად რომ ჩემზე იძალადეს, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი, ის დაახლოებით, 65-70 -ის“ - ძალადობის მსხვერპლის სულის შემძვრელი პოსტი

🔵„პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ჩემთვის უცნაურია, თუ რატომ გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, გაოცების განცდა იმ ფაქტმა, რომ...“ - ბასილაშვილის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

წყარო: tvpirveli.ge