
ტელეწამყვანი ზაალ წულუკიძე გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის დღე, 7 ნოემბერი ემოციურად გაიხსენა
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - 7 ნოემბრის ღამეს, რეზინის ტყვიებისგან თქვენთვის უცხო ადამიანებმა გადაგარჩინეს? ასე უპასუხა:
„კი შიგნით აღარ მოვყვები რაც ხდებოდა, ზოგი დაპატიმრებული, ფეხმძიმე გოგონები დაწოლილი. გარეთ რომ გამოვედით ლუბლიანაზე, ჩაბნელებული იყო ქუჩა. მობილურები არ გვქონდა და რომ დავიძარით უცებ აინთო პროჟექტორები. სპეცრაზმის განათებები იყო. წამოვიდა და წამოვიდა რეზინის ტყვიები, გაზი სპეცრაზმიც დაიძრა. თან არ ვარ გამხდარი. ვერ დავრბოდი, სპეცრაზმი ხალხს მისდევდა.
ტყვიებს ვერ გადავრჩი, მოვტრიალდი და უკან უკან მივრბოდი და ყველაფერი ზურგიდან მომხვდა. რბილ ადგილებში რაც მხვდებოდა ის უფრო მტკიოდა. მერე უფრო ამტკივდა. მივხვდი რომ არაფერი მემორჩილება. დავინახე მანქანა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ. უკანა კარები გაიღო და შემასრიალეს სავარძელზე. მომაწოდეს მობილური და დამარეკინეს. აღმაშენებლის ძეგლამდე მიმიყვანეს ამ ადამიანებმა. მეორე დღეს გავიღვიძე 60 პროცენტი ჭაღარით. დედაჩემი ცუდად გახდა რომ შემომხედა“, - ჰყვება ზაალ წულუკიძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: