Digest Logo

მერაბ დვალიშვილი: საოცარი ნაპერწკალი და დიდი სიყვარული იყო გულშემატკივრების თვალებში, მადლობა ყველას

1727715489
მერაბ დვალიშვილი


სამშობლოში საჩემპიონო ქამრით დაბრუნებულმა UFC-ის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ქართველმა მებრძოლმა გამორჩეულ დახვედრაზე გაამახვილა ყურადღება და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:


„მადლობა ყველა ქართველ გულშემატკივარს საოცარი დახვედრისთვის, საოცარი განწყობა და ენერგეტიკა იყო. ძალიან დაღლილი და უძილო ვიყავი, მაგრამ რომ ჩამოვედი და როცა ქუჩაში საჩემპიონო ავტობუსით მივდიოდი, საოცარი მუხტი ვიგრძენი - შემთხვევით, ფანჯრიდან გადმოხედილ ადამიანებში, მანქანებიდან გადმოძახილი. როცა ფილარმონიასთან მივედით იქ კიდევ სხვა მუხტი იყო, საოცარი ნაპერწკალი და დიდი სიყვარული იყო გულშემატკივრების თვალებში. დღეს კიდევ ჩავხედე სოციალურ ქსელებს, მთელმა მსოფლიომ გაგიგო ამის შესახებ.

ათასობით კილომეტრს მიღმა ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ვცდილობ, რიგითი ქართველი ვიყო და ჩვენი სამშობლო ღირსეულად წარმოვაჩინო. ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც ჩვენ ქვეყანას ეკადრება და მადლობა ყველაფრისთვის ჩვენს ხალხს.

ჯერ უნდა იყო კაცი და შემდეგ სხვა დანარჩენი, რა პროფესიისაც არ უნდა იყო, ჯერ ადამიანი ხარ და ადამიანობით უნდა დაფასდე.

ჩვენ ქართველებს ძალიან გვინდა UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩატარდეს, თუმცა აქამდე დიდი გზაა, მაგრამ მჯერა რომ ეს დღეც დადგება და საქართველო UFC-ის ივენთს უმასპინძლებს.

ქართველს ხალხს ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ რათა, ეს სიხარული კიდევ ბევრჯერ ერთად განვიცადოთ”, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დაამარცხა შონ ო'მალი და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, საქართველოს მთავრობისგან ჯილდოს სახით, თითოეულს, მილიონი ლარი გადაეცემათ

🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება

🎥 „ეს არის პერიოდი, როდესაც მოხდება საჯარო სკანდალები, რისი გავლენაც ორი კვირიდან, 18 წლამდეა ხოლმე“ - ხათუნა ნოელი 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე