Digest Logo

„მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის“ - ლევან მაჭავარიანი

1737316521
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

„პირველ რიგში, მივულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ასევე, უნდა მივულოცოთ მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება. მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი. 

ცნობისთვის, 19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით გაუჭირდა.

მეოთხე რაუნდში დვალიშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და ნურმაგომედოვი ვერაფრის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა, იგივე გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც და საბოლოოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს, და იმ ურთიერთობას, მისი სიყვარული და პატივისცემა, ოკეანის გაღმა, რომ ჩაგიყვანს!“- თათია ზუხბაია

⭕რა საფრთხეს შეიცავს ბოთლის წყალი? - „ბოთლის წყალი ხშირად წარმოდგენილია როგორც ჯანმრთელობისთვის უკეთესი არჩევანი, თუმცა რეალური სურათი შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს“

⭕„დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე კლუბ „ჟალგირისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი! რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს“ – თიკა ფაცაცია შვილზე