
გაიცანით, კახელი ბიჭი, რომელიც ქართულ ფოლკლორზეა შეყვარებული.
გიორგი კორკოტაშვილი ჯერ 10 წლისაა და სტუმრებს უკვე ტრადიციული სიმღერითა და სუფრით მასპინძლობს:
„იცით გიტარაზე როგორ ვუკრავ? თავიდანვე ვიცოდი რა ჭრის გოგოებზე და შევედი სიმღერაზე.
ვარ გიორგი კორკოტაშვილი, 10 წლის. მიყვარს ქართული სიმღერა. სიმღერის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
თუ არ ვმღერი კარგად არ ვარ, ზოგადად, ტრადიციული ბიჭი ვარ. ჩემი საყვარელი სიმღერაა ჩაკრულო. კახელი ბიჭი ვარ და მიყვარს კაი მწვადი, კაი ხაშლამა, მოჩლაჩული აჯაფსანდალი, შაირები, სადღეგრძელოები.
ნუ გგონიათ, სტუმრებს ასეთი ტანსაცმლით ვხვდები, ვხვდები ჩოხით, უფრო ბუნჩულა ვარ. ძალიან მხიარული ბიჭი ვარ, მიყვარს სტუმრები და კაი ბუნჩულა ხალხი.
მეშინია პოპულარული რომ გავხდები ფუტკრებივით დამესევიან გოგოები, მაგრამ ავიტან“, - ამბობს გიორგი კორკოტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე სულ დაგელოდები, სამუდამოდ და უსასრულოდ“ - რას წერს მტკვარში დაღუპული ბიჭის მეუღლე
⭕მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს - იგი ავტომობილში მსხდომ პირს არ ეკუთვნის