Digest Logo

„მფარველი ანგელოზი იცავს ადამიანის სიცოცხლეს, თორემ ეშმაკი ყველას დაბადებისთანავე მოკლავდა“ - ლევან ჯიქური

1747136495
მამა ლევანი ჯიქური

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მფარველი ანგელოზის შესახებ წერს. 

მისი თქმით, მფარველი ანგელოზი იცავს ადამიანის სიცოცხლეს, თორემ ეშმაკი ყველას დაბადებისთანავე მოკლავდა.

„როდესაც ადამიანი უნდა მოევლინოს ქვეყანას, ღმერთი ანიჭებს ყველას სულს, მშობლები სხეულს და ასევე უფალი უგზავნის პირად ანგელოზს. რომელიც, როგორც სული, მანამდე არავისი ყოფილა და არც გარდაცვალების შემდეგ გახდება სხვისი, ისეა.

მფარველი ანგელოზი იცავს ადამიანის სიცოცხლეს, თორემ ეშმაკი ყველას დაბადებისთანავე მოკლავდა. ის რთულ გარემოებაში ჭკუას გვარიგებს, უბედურებისას გვაძლიერებს.

ანგელოზი, როცა ვცოდავთ გვამხელს. ხან შთაგვაგონებს რომ არ ავყვეთ ბოროტ სურვილებს. როცა რაიმეს დავაშავებთ, ან მივდივართ ცოდვისთვის, გვახსენებს თუ რა უბედურება ეწვიათ ცოდვილებს აქაც და იმ ქვეყნადაც. უსჯულოდ ცხოვრებისას, გონებაზე მოსაყვანად სხვა და სხვა განსაცდელებს შეგვამთხვევენ. ზოგჯერ დამსჯელ ზომებსაც მიმართავენ.

როცა ჩვენ უნდა ვცოდოთ, ღმერთს განა არ შეუძლია რომ ისიც უბრძანოს ანგელოზს რომ შეგვაკაოს, ვეღარ გავინძრეთ, მაგრამ ამით ადამიანის ყველაზე დიდი სიმდიდრე თავისუფლება შეიზღუდება. შენ რომ შეგიძლია, მაგრამ შენი სურვილით, ღვთის სიყვარულისთვის და მადლიერებისთვის არ გააკეთებთ ცუდს, ესაა თავისუფლება და ეს გიფასდება სამსჯავროზე, ამით უნდა ცხონდე.

მფარველი ანგელოზი ძალიან ფაქიზია, მან ერთხელ იცის თქმა, პირობითად: გაჭირვებულს დაეხმარე, მშობელს არ აწყეინინო და ა.შ. თუ ადამიანი ყოველდღე ლოცულობს, მარხვას არ არღვევს, წირვებს არ აცდენს, ეზიარა, მძიმე ცოდვებს აღარ ჩადის, მასთან უკვე ძალიან ახლოსაა ანგელოზი და როგორც მეგობართან ისეთი დამოკიდებულება უყალიბდება.

როცა ადამიანს ლოცვა არ უყვარს, ლოთობს, ნარკომანობს. იმ დღეს ერთი მეუბნება „მე კვირაში ორჯერ დავდივარ საყვარელთან, მეტი არააო“, მეთქი ორი რა არის ცურვაა და ხერხემლისთვის დაგინიშნესთქო თუ რა, თუ არ შეწყვიტავ აუცილებლად ჯოჯოხეთში ჩაგიყვანენთქო.

ცოდვილი ადამიანების სული ყარს, და როგორც კვამლი აფრთხობს ფუტკრებს, ისე განაგდებს თავის ცხოვრების მფარველ ანგელოზს და შემდეგ უკვე ეშმაკები უამრავ პრობლემებში აგდებენ“, - წერს ლევან ჯიქური. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც მომდევნო 4 თვე განსაკუთრებით წარმატებული იქნება

⭕„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი, ბავშვებს ფეხბურთზე სიარული უნდათ მის გამო, ამაზე დიდი მიღწევა ადამიანს არა მგონია ჰქონდეს“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე

⭕„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი, ბავშვებს ფეხბურთზე სიარული უნდათ მის გამო, ამაზე დიდი მიღწევა ადამიანს არა მგონია ჰქონდეს“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე