Digest Logo

🎥 „მგონია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში...“ - ჯაბა კილაძე პროფესიულ გზაზე

1751443507
ჯაბა კილაძე

მსახიობი ჯაბა კილაძე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სერიალ „შუა ქალაქიდან“ შეიყვარა, რუბრიკის „ავტომობილი“ სტუმარი იყო, სადაც პროფესიულ გზასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:

„როდესაც ფეხბურთის თამაში ვცადე, აღმომაჩნდა, რომ ტალანტი არ მქონდა. ამიტომ ვეცადე, სხვა საქმე მომენახა. ბოლოს მსახიობი გამოვედი და მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაზე სწორი არჩევანი სწორედ მაშინ გავაკეთე.

ყველა გმირი, რომელიც მომიწია თამაში, საზოგადოებამ შეიყვარა.

თვითონ პროექტიც შედგა - იმდენად ადამიანური და თბილი იყო. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მსგავსად ჩამოყალიბებული ახლობელი არ ჰყავს. სწორედ ამიტომ არის, რომ მშობელი ისე აყურებინებს ბავშვს ამ სერიალს, გაკონტროლება არ სჭირდება. ენდობა თითოეულ სიტყვას, რომელიც იქ ისმის.

ერთხელ სკოლაში სიტყვა „ხმა დავკარგე“ უნდა დამეწერა, მაგრამ შეცდომით დავწერე „ძმა დავკარგე“. არ მახსოვს, რატომ, ალბათ რადგან ძ და ხ მერეოდა (იცინის).

მეორე კურსზე ვიყავი, როცა პირველად ვითამაშე სპექტაკლში „ჯინსების თაობა“. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს მომავალში - ბევრად უფრო გავიზარდე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად“, - აღნიშნა ჯაბა კილაძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ ველოდი ამ შედეგს...“ - რას ჰყვება მეგაშოუ „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი

🎥 ალერგიული დერმატიტი - როგორ ვუმკურნალოთ ალერგენებით გამოწვეულ სიმპტომებს?! - ზაზა თელიას რჩევები

🎥 „გადადგით ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აქამდე ვერ ბედავდით“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის