Digest Logo

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახვეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას

1757567663
მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახვეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რიგაში, საქართველოს და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება და მათ ღირსეული თამაშისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„არავინ უნდა გაბედოს საქართველოს ნაკრებზე აუგად ლაპარაკი. ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, თუ რამხელა მწვერვალების დაპყრობა შეუძლია ქართულ სპორტს. როცა შენ საფრანგეთი , ასეთი უძლიერესი საკალათბურთო ნაკრები, ესპანეთი, მოიტოვე უკან და დაამარცხე წინა შეხვედრებში, კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მათი დამსახურების წინაშე. ბოლოს ვუთხარი, რომ უნდა იამაყოთ, თავი მაღლა ასწიეთ. ყველამ კიდევ ერთხელ ტაში დავუკრათ ჩვენს ბიჭებს, გავამხნეოთ და დიდი მადლობა ვუთხრათ იმისათვის, რომ ეს ემოციები გვაჩუქეს თითოეულ ჩვენგანს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რიგაში, საქართველოსა და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს, სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძესთან ერთად დაესწრო.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „იმედი მაქვს პრობლემებზე იმუშავებს გუნდი და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს კოლექტივი...“ - გიორგი ლობჯანიძე ქართველ კალათბურთელებზე

⭕გიორგი შერმადინი - „ვულოცავ ჩემს გუნდსა და ქართველ ხალხს ასეთ ისტორიულ ევრობასკეტს“

🎥 Dua Lipa უკვე აიფონ 17 პრო-ს მომხმარებელია - რა ვიდეოს ავრცელებს Apple