Digest Logo

🎥 „მინდა, ეს არ იყოს დასასრული, ბევრ კონკურსზე გავიდე და ვიბრძოლო“ - რას ჰყვება საბავშვო „ევროვიზიის“ ქართველი კონკურსანტი დავით ლომიძე

1790076681
დავით ლომიძე

საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს პროექტის, „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული დავით ლომიძე წარადგენს, სიმღერით Sun On the Rooftops (მზე სახურავებზე).

დავით ლომიძე სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც წინა საკონკურსო განწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„ეს რიგით მეორე გამოცდილებაა დიდ სცენაზე. ახლა უფრო დიდი სცენა და აუდიტორია მომიწევს და ასევე ბრძოლა. ძალიან კარგ გამოცდილებას მომცემს, რა თქმა უნდა „ევროვიზია“.

სულ პირველად სიმღერა რომ მოვისმინე „მუღამი“ ვერ დავუჭირე. როდესაც წამოვედი, გზაში დავფიქრდი, გავიაზრე, ამ სიმღერას როგორი ხედი მოუხდებოდა, მზის ჩასვლა და ა.შ. სიმღერა არის მზეზე, ქალაქზე, სიხარულზე და ფერად დღეებზე.

არაფერი გამჭირვებია, კლიპის გადაღებისას რა უნდა გამჭირვებოდა - დავდივარ ქართულ ცეკვებზე, თუმცა ბავშვობიდან ყველა სტილის ცეკვა შემიძლია. ბავშვობაში სიმღერებს რომ მირთავდნენ, შემეძლო ჩემით გამომეგონებინა მოძრაობები, როგორც ამ კლიპში.

მინდა რომ ეს არ იყოს დასასრული, ბევრი გაგრძელება ჰქონდეს ჩემ ცხოვრებას, ბევრ კონკურსზე გავიდე და ვიბრძოლო. სამომავლოდაც ვაპირებ, რომ მომღერალი გამოვიდე“, - აღნიშნა დავით ლომიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

 🎥 „ძალიან დიდ ბრძოლებს გავდივარ, მინდა თუ არა საერთოდ დავრჩე ამ სფეროში“ - ავთანდილ ცქვიტინიძის გულწრფელი აღიარება

⭕ „ღვთისმშობლობის მეორე დღე: წმინდა იოაკიმესა და ანას საოცარი ისტორია და 50-წლიანი ლოცვის ნაყოფი“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕ კვირის დღეების ასტროპროგნოზი - „იყავით ფრთხილად“