მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.
11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.
ამჯერად სასულიერო პირი სტუმრად გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მან ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა. საუბარი იყო მის გარდაცვლილ შვილზეც, რომელზედაც არის ეჭვი, რომ ცოცხალია და ის უბრალოდ საავადმყოფოში გაყიდეს.
„94 წელი იყო, 25 თებერვალს გაჩნდნენ ტყუპები, მეორე სამშობიაროში, მეც იქ დავიბადე. იმ უშუქობაში ერთადერთი სამშობიარო იყო, სადაც გენერატორი ჰქონდათ, ეს იყო მიზეზი რატომაც ავირჩიეთ. წინ იმედგაცრუება გველოდა თურმე, ასფიქსიით დაიბადა პატარა, შუქი არ ჩართეს, ამბობდნენ მალე მოვაო.
ჩვენც პატარები, გამოუცდელები ვიყავით, ვერც ვერავინ შევაწუხეთ. იქ ინტენსიური კვება სჭირდებოდა ჟანგბადით. მესამე დღეს გარდაიცვალა ბავშვი, ტყუპისცალი. მისი მონათვლაც მოვასწარი და დავკრძალე.
მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ბავშვი არ გარდაცვლილა. იმ პერიოდში მასიურად ხდებოდა თურმე ბავშვებით ვაჭრობა ამ კლინიკაში. იყო ამის ყველანაირი ეჭვი, რომ ბავშვი გაყიდეს.
მე საკუთარი ხელით დავკრძალე ბავშვი, მაგრამ გავარკვიე, რომ ასეთი შემთხვევებისთვის ჰქონდათ ჩვილის გვამები თუ მშობელი დაჟინებით მოითხოვდა“, - ამბობს დეკანოზი საბა ჭიკაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: