Digest Logo

მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება, ამ დეკლარირებას უკან უდგას ფაქიზი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი

1774896961
მიტროპოლიტი დანიელი:

მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს იმის დეკლარირება, რომ არსებობს სამი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რის უკანაც სარწმუნოების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს.

„ბოლო წლებში, ხელისუფლება ცდილობს, რომ დაამოწმოს, დეკლარირება გააკეთოს იმისადმი, რომ არსებობს სამი საუნჯე, როგორც წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე ამბობდა - მამული, ენა სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან ის უდგას, რომ რასაკვირველია, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს სარწმუნოებისადმი და ამ სარწმუნოების აღმასრულებელი ინსტიტუციისადმი და მე ვფიქრობ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ და ასე შეეცდებიან. მოლოდინი მაქვს ამის“, - განაცხადა მეუფე დანიელმა. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„სილამაზე და პოზიტივი“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი

🎥 „დაიყარეთ მარილი ტერფებზე, ან ჩაწექით მარილიან აბაზანაში“- 2 აპრილის სავსემთვარეობა და რიტუალი, რომელიც უნდა ჩაატაროთ ნეგატივის მოსაშორებლად

🎥 „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…“ – ლიკუნა კუჭუხიძის პირველი ინტერვიუ