Digest Logo

მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო

1774377151
მეუფე შიო მეუფე შიო

მიმდინარე წლის 23 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში ალბანეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იოანე და პროტოპრესვიტერი სპირიდონი მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„მისმა უნეტარესობამ მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისათვის.

საუბრისას გაიხსენეს ალბანეთის აწ გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსი ანასტასიც, რომელიც დიდი მოღვაწე და ეკლესიის აღმშენებელი გახლდათ.

შეხვედრის დასასრულს მასპინძლებსა და სტუმრებს შორის სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პოპულარული „ტიკტოკ“ ტრენდი - რა ვიდეოს აქვეყნებს მანუ მურღულია

⭕ ვარსკვლავის სტატუსი ბავშვობიდან, სუროგაციით გაჩენილი 4 შვილი, სექსუალურ ძალადობაში ბრალდება - ცოტა რამ რიკი მარტინზე

🎥 რიკი მარტინი საქართველოში კონცერტს გამართავს - ბილეთების გაყიდვა დაწყებულია