Digest Logo

„მონაზონი ზოგისთვის „ცაწკალი“ და უმწეო არსებაა, რომელიც ციდან გადმოვარდა“ - რას წერს დედა სიდონია

1695110906
დედა სიდონია

სასულიერო პირი - მონაზონი, დედა სიდონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მონაზვნობის შესახებ განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, მონაზონი ისეთივე სოციალური არსებაა, როგორც საზოგადოების ნებისმიერი წევრი და უფლება აქვს მიმართოს საზოგადოება საღი აზრისკენ, თუ ამის საჭიროება დგას. 

„მონოზვნობა, როგორ დაიწყო და რა განვითარება პოვა, რა სახით დამკვიდრდა, რა ასოციაციებს იწვევს, რაზე და რატომ ამბობს უარს, რა აქვს მიზნად.

როცა ეს ყველაფერი არ ვიცით, რის საფუძველზე შეგვიძლია განვიხილოთ.

ზოგისთვის „ცაწკალი“ და უმწეო არსებაა, რომელიც ციდან გადმოვარდა და ჩვენ მის მფარველობისას თვითშეფასებას ვიმაღლებთ.

ზოგისთვის - ძლიერი ამა ქვეყნისა, ზოგისთვის ის და ეს....

ის კი, უბრალოდ ქრისტიანის ცხოვრების წესია, რელიგიური მაქსიმალიზმი, როცა შენი რესურსი, ქმედება არ გემეტება არაფერი წარმავალისთვის და ყოველი შენი მოძრაობა გინდა მარადისობას შეერწყას.

და აი, აქ უკვე გონიერების, ზომიერების და ენთუზიაზმის, სიყვარულის და აღმაფრენის საკითხია, რამდენად ორგანულად მონაზონობ!

მონაზვნობის სახეები კი, ბევრნაირია. ნიჭებიდან, მისიიდან გამომდინარე.

მიწაზე სასუფევლის დასაწყისია!

ანუ, თუ ვთვლით რომ მონაზონი იმდენად უნდა განერიდოს ერს, რომ ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებდეს, გამოდის მონაზვნობა - ეროვნული იდენტობის დაკარგვაცა?

და ის ახალი ისრაელის მოქალაქეა მხოლოდ? აბა როგორ ის იმ სოციუმის ნაწილია, რომელშიც უწევს თავის რჩენა.

ისტორიულად მამები უდაბნოდან ჩამოსულან, როდესაც ერი დეგრადირდებოდა რომელიმე ხელისუფლის მიერ, ამხელდნენ და ცდილობდნენ საზოგადოება საღი მიმართულებით მიემართათ.

აქ კი სიბრძნეა, სად, რამდენად, რა მოტივით ერთვები რომ ამაოების დინებას არ შეერთო!“,- წერს მონაზონი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „იგი ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელიც გრძნობს სიკვდილის სურნელს. არასოდეს არ უნდა მოატყუოთ“ - კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵 „ესაა ოცნების და სურვილების ჩაფიქრების დღე, რადგან თქვენი ოცნება მიდის კოსმიურ ნათელ ძალებთან“- მიხეილ ცაგარელი სექტემბრის უმნიშვნელოვანეს თარიღს ასახელებს 

🔵 რა ასტროლოგიური პროცესები ხდება 14 და 28 ოქტომბერს? და რომელი ზოდიაქოს ნიშნებს შეეხებათ ეს ცვლილებები?