Digest Logo

🎥 „მორალური დაცემისგან მრავალი წლის ნანატრი შვილის დაბადებამ გიხსნათ?...“ - რას ჰყვება ზაალ წულუკიძე გარდაცვლილ ძმაზე

1747162128
ზაალ წულუკიძე

ტელეწამყვანი ზაალ წულუკიძე გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - მის გარდაცვალების შემდეგ, მორალური დაცემისგან მრავალი წლის ნანატრი შვილის დაბადებამ გიხსნათ? - ასე უპასუხა:

„კი. სამი წელი იომა ალეკომ. ისეთი სიცოცხლის მოყვარული იყო...სასწაული ადამიანი იყო. მასზე მე ემოციების გარეშე ვერ ვსაუბრობ. ეს იყო მართლა ძმა და მე ვთვლი რომ ჩემთვის იგი მესამე მშობელი იყო. უფროსი ძმა იყო. ის რომ მშობლები ჩემ თავს ყველაფერში ალეკოს ანდობდნენ, ამანაც გაამართლა. შეიძლება ახლა ალეკოს არ მოსწონს ასე რომ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან მხიარული იყო.

2019-ში გავიგე რომ მამა ვხდები. ჩვენ 8 წელი ველოდებოდით ნანატრ შვილს. ხარების დღესასწაულის პერიოდი იყო და ავედი რაჭაში მამაჩემთან. ღამით დავიძინე და დილით მომდის ესემესი ციტატა ბატონო ზაალ გილოცავთ თქვენ მამა გახდებითო. დავხედე რომ მეორე ესემესიც არის. ჩემი მეუღლის და მწერდა რომ არ გვეთქვა ჯერ და მერე ყველასთვის ერთად გვეთქვა. 4-5 დღე შევიკავე. დავსვი მშობლები და ვუთხარი სერიოზული საქმე მაქვსთქო და ვუთხარი ჩვენ ფეხმძიმედ ვართთქო“, - ჰყვება ზაალ წულუკიძე.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეორე დღეს გავიღვიძე 60 პროცენტი ჭაღარით... დედაჩემი ცუდად გახდა...“ - როგორ იხსენებს 7 ნოემბრის ღამეს ზაალ წულუკიძე?

⭕„მაკვირვებს, ამ პატარა ერში ასეთი სიძულვილი რატომაა?...ცოტანი ვართ და გარშემო გველეშაპები გვახვევია, მაგრამ უფალი ყოველთვის გვიცავს“ - დათო ევგენიძე

🎥 „სიმღერით და ცეკვით ვმუშაობ, ამ „ტრენდის“ მერე „ჰეითერები“ მწერდნენ შემიყვარდიო“ - რას ამბობს ლანო წურწუმია