Digest Logo

„მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა აღინიშნოს ძლიერი ნალექი“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1776800097
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დრეების ამინდოს პროგნოზს გვიზიარებს.

როგორც იგი განმარტავს, წვიმიანი დღეები კვლავ გაგრძელდება:

„ამინდი: ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია.

22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.

23 აპრილს კი - ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში - მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

მაღალ მთაში ისევ მოთოვს.

საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება.

ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება? აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება“, - წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „უცნაურად იქცეოდა (ალბათ სალოსობდა) და უამრავ სიკეთეს აკეთებდა...მის სახელს ბევრი სასწაულიც უკავშირდება“ - დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილზე

⭕ სალოსობა და თანამედროვეობა – არსებობენ თუ არა დღეს ასეთი ადამიანები?

🎥 ურანის ტრანზიტი ტყუპებში: რა გავლენა ექნება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე - მედეა დოლიძის ასტროპროგნოზი