
10 შვილის დედა, მარიამ თომასიანი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუში“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე ისაუბრა.
„მთელ საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ისევ ორსულად ვიქნები. ისეთი ტემპით დავიწყეთ, რომ სხვას არაფერს ელიან. პირველსა და ბოლო შვილებს შორის სხვაობა არის 15 წელი. ჩვენ, მრავალშვილიან დედებს წუწუნის უფლება არ გვაქვს, როგორც კი დაიწყებ წუწუნს გვეუბნებიან - აბა რა გეგონა. ძალიან ბედნიერი ქალები ვართ. რეალიზებული ყველანაირად და წუწუნი რა მოსატანია. საზოგადოების ნაწილი ჩასაფრებულია, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებდე. ჩვენ კი ვცდილობთ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიოთ“, - ამბობს მარიამ თომასიანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: