Digest Logo

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იჭიდავებენ

1750147106
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბექაური და მაისურაძე იჭიდავებენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეხუთე  დღეს კაცები 90 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები – 70 კგ-ში გამოვლენ.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სერბ მილიან რადულისა და ბელორუს ალიაკსანდრ სიდორუკს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ლუკა მაისურაძე კი პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაუპირისპირდება.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სოფლის ცხოვრებას სხვა ხალისი აქვს, აქ დილა სხვანაირად თენდება“ - შრომისმოყვარე მეცხვარე ბიჭის ამბავი

⭕„იქროლებს ძლიერი ქარი…“ - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

⭕ვინ არის ნინა „დრამა“ და რა აკავშირებს სინამდვილეში მერაბ დვალიშვილთან?