მეტაფიზიკოსი, სპიკერი, ქოუჩი ხათუნა მზექალაშვილი „შენ“ პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც მაყურებელმა მითებსა და ზღაპრებში დაფარულ სიბრძნეზე მისი მოსაზრებები მოისმინა.
როგორც სტუმარმა აღნიშნა, განსხვავება მითსა და ზღაპარს შორის მდგომარეობს შემდეგში, რომ ერთში დამალულია ის სიბრძნე, რაც ჭეშმარიტების მატარებელია, შეთხზულია, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტების შემცველია.
გარდა ამისა, ხათუნა მზექალაშვილი ამბობს, რომ ზღაპარში საოცრად ჩანს ადამიანის შინაგანი სამყაროს გარდაქმნა და საკუთარი თავის შეცნობის პროცესი:
განსხვავება მითებსა და ზღაპრებს შორის:
„მითოლოგიაში ისტორიული მომენტიც არის, განვითარებულია სხვადასხვა მეცნიერება, მათ შორის ასტროლოგია. იქ მოგონილი არაფერია, მაგრამ ზღაპარი მითოლოგიისგან იმით განსხვავდება, რომ ზღაპარში დამალულია ის სიბრძნე, რაც ჭეშმარიტების მატარებელია, ის შეთხზულია, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტების შემცველია არსისეულად. მთელი მოგზაურობა შინაგანია, მაგრამ აღწერილია, როგორც გარეგანი მოგზაურობა. საოცრად არის ნაჩვენები პასიური და დინამიკური გზა საკუთარი თავის შეცნობის როგორ ხდება. ზღაპარი გიტოვებს ნიშნებს, რაც შეიძლება გაითვალისწინო და ყოველთვის მწვერვალზე, ბოლოში, სადაც ნამდვილი ქორწინება ხდება ადამიანში, ისეთ ძმაში და დაში ხდება, რომელმაც ის მიმართულება აირჩია, სადაც ბევრს ჩაუვლია და არავის ამოუვლია.
ვფიქრობ, ერთის მხრივ ზღაპარი იმიტომ გახდა საჭირო, რომ გარკვეულ ბნელ პერიოდებში უნდა დამალო ნამდვილი, სადაც არ მოძებნიან. რაც ყველაზე უბრალოა. სწავლებისთვის ეს იმიტომ აირჩა, რომ როცა შესაძლებლობა ხდება იმის, რომ დაიწყო ძიება შიგნით, ქვეცნობიერი არც ერთ ენაზე არ მეტყველებს, მას სიმბოლური ენა ესმის.
ერთ რამეს აღვნიშნავ, რამაც ყველაზე მეტად დამაინტერესა ზღაპარში და ჩემთვის პატივი გახდა ამ მიმართულებით სიარული დამეწყო: ხსნის მდედრობით ენერგიებს. სიმართლეს ვერასდროს აღიქვამ თუ შენში მდედრობითი ენერგიები არ არის განვითარებული. მაგალითად: ემოციური აღქმა სიცოცხლის, ხდება მდედრობითი ენერგიით. ემოცია ამ მომენტში რასაც აღიქვამ, ეს მდედრობითია. დამახსოვრებული ემოცია უკვე მამრობითია.
ჭეშმარიტებას ემოციებით წვდები. მადლიერება ემოციაა, ემოციური წვდომა ამ მომენტში რაც დააფიქსირე იმაზე. მადლიერი ვერ იქნები თუ სიმართლე არ დაინახე და სიმართლეს მხოლოდ ახლა ხედავ“, - ამბობს ხათუნა მზექალაშვილი.
როგორ გავჩერდეთ, იმისთვის რომ ჩავწვდეთ:
„პანიკურ შეტევას იწვევს ჩვენში არსებული განმეორებითი ემოციების შეგრძნება, რასაც გაურბის ადამიანი. არ უნდა გაჩერდეს. სასაცილოა, რომ ჩვენ ყველაფერს უკუღმა ვაკეთებთ. გაჯანსაღება იწყება მხოლოდ მაშინ, როცა შენ ჩერდები და ნახულობ რასთან გაქვს საქმე! ეგ იმხელა რაღაც არის, ცუნამივით პრობლემა გვგონია და წინააღმდეგობას ვუწევთ. რასაც გავურბივარ ის უკვე მკლავს. რა მაქვს დასაკარგი? ერთხელ გავჩერდები და ვნახავ. ბუდისტები ამბობენ, რაც გველი გეგონა თოკია. გაჩერდი და მოუსმინე.
სხეულს თავისი დასაზღვრული ფორმა აქვს, სული განუზომელია, მათ შორის რაც დგას, ეს არის ფსიქიკა. სად მიდის განწმენდის პროცესი? ფსიქიკაში. შენ უნდა შეისწავლო ყველაფერი, რასაც შენში სუნი ასდის და ბნელია. ამის გამო ხალხმა მოიგონა მედიტაცია. გაქცევის მეთოდად აქციეს“, - დასძენს ხათუნა მზექალაშვილი.
როგორ მივიდეთ დაკვირვების მდგომარეობამდე?
„როცა ყურადღება ემთხვევა შენს ცნობიერებას, რაც შენში ხდება უნდა დაინახო და მიხვდები, რომ შენი ძალაუფლება ყურადღების მართვით იწყება. ყურადღებას შიგნით შეატრიალებ და იქ რაც გინდა გაჩნდეს შეხედავ, მოუსმენ. ყურადღება რას სჭირდება? რაც ტირის. ჩვენი გონება მიჩვეულია, საითაც უნდა იქით გააქცუნოს ყურადღება, ამ დროს კი გონება მისი ჩრდილია და სხეული ყურადღებაა. გონებას არჩევანი არ აქვს“.
რატომ დაინტერესდით მითოლოგიით, ზღაპრებით? რაში გეხმარებათ?
ამერიკაში ვცხოვრობდი, იქ მეტაფიზიკურ ცენტრში მოვხვდი, დიდხანს მომიწია იქ ყოფნა. ერთ დღეს მივხვდი, რომ ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს! სხვის სწავლებას ვერ ასწავლი! სხვისი სწავლება ნიშნავს, რომ შენ ჯერ არ გისწავლია და მივხვდი, მე რომ ვასწავლო, უნდა დავბადო და რომ დაბადო უნდა ითხოვო, ამისთვის მზად უნდა იყო. ეს ადვილი არ არის. ადამიანისგან დაბადებული სწავლება შენი ლიდერია, დაბადებ და ის გასწავლის“, - ამბობს ხათუნა მზექალაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: